
თბილისის ცენტრში, დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც დანაწევრებულია და ჩანთაშია ჩადებული. მოკლული, სავარაუდოდ, მამაკაცია.
"ინტერპრესნიუსი" ადგილობრივების ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, მამაკაცი იქვე ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ის ხშირად სვამდა. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.