თვითმკვლელობამდე მიყვანაში ეჭვმიტანილი პოლიციელი სამსახურის მანქანით გადაადგილდება - შსს ინფორმაციას არ ადასტურებს

Image

განახლებულია 10:36:32 - პოლიციელი, რომელიც 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის გამოძიებაში ფიგურირებს, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდება, რაც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებისა და მეზობლების უკმაყოფილებას იწვევს. ამის შესახებ "ქუთაისი თუდეი" წერს, თუმცა, ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ შსს-ში.

 

სააგენტო ფოტოსაც ავრცელებს, სადაც თითქოს პოლიციის "პიკაპში" მყოფი გოდერძი თევზაძე ზის. შეგახსენებთ, სწორედ გოდერძი თევზაძის მხრიდან ძალადობაზე წერდა თვითმკვლელობამდე თავის უკანასკნელ წერილში 22 წლის დემურ სტურუა, რის შემდეგაც, გამოძიების დასრულებამდე, თევზაძე დაკავებული თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა.

 

თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გადადგომა მხოლოდ ფორმალურად მოხდა და, სინამდვილეში, გოდერძი თევზაძე ისევ აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

 

"აფხაზეთის ხმამ" ინფორმაცია შსს-ში გადაამოწმა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად, გამორიცხულია, თევზაძე პოლიციის მანქანაში ყოფილიყო, რადგან მან გადადგომის დღესვე ჩააბარა ჟეტონიც, იარაღიც და მანქანაც:

 

"ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და არც გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი მანქანაა შსს-ს სამტრედიის სამმართველოს ბალანსზე. ცხადია, არც მანქანაში მსხდომთაგან არის რომელიმე გოდერძი თევზაძე - შეუძლებელია, ის პოლიციის მანქანაში აღმოჩენილიყო, დეტალები გადამოწმდა და გაირკვა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა", - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !