-
2016-07-13 09:53
ფონიჭალაში მომხდარი სისხლიანი ოჯახური დრამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. ინფორმაციიის თანახმად, ქმარმა 20 წლის ცოლს ყელში დანა რამდენჯერმე გამოუსვა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
დაპირისპირების მოტივად ოჯახური კამათი სახელდება, რომელსაც მამაკაცის მხრიდან დანის გამოყენება მოჰყვა. მეზობლები ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ. ქმარმა ცოლს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა ყელში, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.