-
2016-07-13 09:47
გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა, სინამდვილეს არ შეეფერება, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. პროკურატურის განცხადებით, გუკა რჩეულიშვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს დააკავეს.
გუშინ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს ასევე მაია რჩეულიშვილი. სასამართლომ "ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებულ სამ ბრალდებულს, ხოლო მეოთხეს - დაუსწრებლად - აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა და არ დააკმაყოფილა ადვოკატთა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შესახებ. "ცენტრ პოინტის" მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02