
საქალაქო სასამართლომ ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია 3.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. შეგახსენებთ, სამივე ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ისინი სხვა ახალგაზრდებთან ერთად "რუსთავი2"-ის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები იყვნენ.
"რ2-ს დამცველი ბიჭები სასამართლო დარბაზიდან 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს! მადლობა, ბიჭებო, ვაჟკაცობისა და გამძლეობისათვის. სულ მალე ერთად მივაღწევთ გამარჯვებას და ყველა ჩვენს პატიმარს გავათავისუფლებთ!", - წერს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქზე".