
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს. თავდაპირველად შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გამომძიებელი აცხადებდა, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული კომენტარი საიტიდან ჩაიხსნა. მაგდა პ.-ის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
შეგახსენებთ, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
"ბრალდებულმა მიმდინარე წლის დღეს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემდეგ მაგდა პ.-მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს".