
მოსკოვის გარეუბანსა და პოდოლსკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რუსმა სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ფიფიას („მერაბ სუხუმსკი“) გარემოცვის ოთხი წევრი დააკავეს.
რუსეთიდან გაძევებული ფიფია ამჟამად ბულგარეთში „მოღვაწეობს“ და მეწარმეებს შორის დავებს ‘აგვარებს“. ეს, ძირითადად, ქართული და რუსული წარმოშობის მეწარმეებს ეხებათ. დაახლოებით ერთი წლის წინ მერაბ ფიფია ძვირფასეულობის ქურდობის ბრალდებით სოფიაში დააკავეს, მაგრამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.