
"რუსტავი-2" იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც ნიღბიანმა პირებმა ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულები არ არიან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია მუშაობს. იქვე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, დაჭრილთამდგომარეობა სტაბილურია.