
მოსამართლე ლალი მსხილაძე, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების საქმეს განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე, რომელზეც თავად აქვს დასკვნა მომზადებული, როცა წლების წინ სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მრჩეველი იყო.
ადვოკატებმა დღეს მსხილაძის აცილება მოითხოვეს და ვიდეოკადრები წარმოადგინეს, სადაც ტვ "ობიექტივზე" გამოსვლის დროს მსხილაძე "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებს. მანამდე, შუამდგომლობის წარმოდგენა ადვოკატებმა ვიდეოპრეზენტაციით ითხოვეს, რაზეც მსხილაძემ სხვა ორ მოსამართლესთან შეუთანხმებლად განაცხადა უარი, თუმცა, მოსამართლეები მას არ დაეთანხმნენ. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი ცოტა ხანში უნდა გადაწყდეს.