ვენეციის კომისიაში წარდგენილი მინდია უგრეხელიძის პრინციპები: "ჩასვი ციხეში, ადინე ძმარი ცხვირიდან და აღასრულე მართლმსაჯულება"

Image

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა, ვენეციის კომისიაში გიორგი პაპუაშვილის ნაცვლად მინდია უგრეხელიძე იქნება წარდგენილი. შეგახსენებთ, მინდია უგრეხელიძე გაზეთ "კომუნისტის" ყოფილი რედაქტორი, 1990-99 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 1999-2009 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე.

 

მინდია უგრეხელიძე ცნობილია "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით. ასე მაგალითად, ის 2013 წელს, "ფორ.ჯი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ "ნაციონალურ პროკურორებზე" მეტად პატიოსანი წინა (ანუ, შევარდნაძის ხელისუფლებისდროინდელი, რედ.) პროკურორები იყვნენ და პროკურატურაში კადრების შერჩევისას ამის გათვალისწინება კარგი იქნებოდა.

 

ფრაგმენტები ინტერვიუდან:

 

"ის, რომ საერთოდ არავინ არ გამოიყენონ ძველი კადრებიდან, ეს შეუძლებელია. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების გამოყენებას, თუ ძალიან მოხუცი არა, კიდევ წინა კადრი ჯობია. ცოცხებს იყენებდნენ არადანიშნულებრისამებრ, ამდენი პოლიტიკური პატიმარი იყო და ეს ყველაფერი ხდებოდა მათი თანამონაწილეობით. ღრმად მწამს, რომ წინა პროკურორები გაცილებით უფრო წესიერები და პატიოსნები იყვნენ, ვიდრე „ნაციონალი პროკურორები“.

 

"...მაგალითად, კოტე კუბლაშვილს, არ შეიძლება ელაპარაკო ნორმალური ენით. მე პირდაპირ ვაცხადებ და მიჩივლონ თუ უნდათ, დანაშაული იყო ის, რაც მათ ჩაიდინეს. 200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი რომ გეყოლება და ყველაფერი ეს სასამართლოს მეშვეობით ხდება, რაზეა ლაპარაკი?!".

 

"ვინც ამ ფულს იტაცებდა და ითვისებდა, იმისგან დამოუკიდებლად, რას გიკარნახებს შენ შორეული ქვეყანა, უნდა ჩასვა ციხეში და აიძულო, რომ დაყაროს ის ყველაფერი, რაც ხალხისთვის აქვს წართმეული და მითვისებული და იმ ფულით გაისტუმრო ვალი. მართლაც, ბევრ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენის ხელშია ეს ქონება, მაგრამ ვინც დაზარალდა იმას ეს არ აინტერესებს.

 

რატომ არ ადგები იმას ვინც დააზარალა? რა, არ ვიცით? ძნელი მისაგნებია თუ რა? მიადექი იმას ვინც დააზარალა, ადინე ძმარი ცხვირიდან და ასე აღასრულე მართლმსაჯულება. არ შეიძლება ერთდროულად უსმინო დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც. შენ უნდა უსმინო საკუთარი სინდისის ხმას და ხალხის მოწოდებას".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !