
ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე დღეს ადრე დილით გამოძიებიათვის დაუდგენელმა პირებმა 'საქართველოს ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ამის შესახებ "გურიის მოამბე" იტყობინება.
კაფე "ლელანგოს" წინ მდებარე სწრაფი გადახდის აპარატი, რომლიდანაც სრული თანხა იყო ამოღებული, პოლიციამ მოგვიანებით, გატაცების ადგილიდან 200 მეტრში გადაგდებული იპოვა. წაღებული თანხის ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.