
2-დან 15 სექტემბრამდე ბათუმში 4 ადამიანი მოკლეს და რამდენიმეს მოკვლა სცადეს. გაზეთ "ბათუმელების" მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში მსგავსი სტატისტიკა არ დაფიქსირებულა.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ყველა დანაშაულს ერთი საყურადღებო რამ აქვს საერთო - მკვლელობაში ბრალდებული ყველა პირი წარსულში ნასამართლევია.
ვრცლად ამ საკითხზე და იმაზე, თუ რა იწვევს დანაშაულის ხელმეორედ ჩადენას ყოფილ პატიმრებში, სტატიას "ბათუმელებზე" დაყრდნობით, "ნეტგაზეთი" აქვეყნებს.