
გუშინ საღამოს ავჭალაში დაჭრილი ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვთ, საავადმყოფოში ამ დრომდე რჩებიან. გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩატარდა, მაგრამ ერთერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმე რჩება.
კლინიკა "ლანცეტის" ცნობით, სადაც ერთერთი დაჭრილი გადაიყვანეს, მას ბარძაყის, ფილტვისა და ზედა კიდურის არეში დაზიანებები აღენიშნება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მდგომარეობა გადატანილი ოპერაციის სიმძიმის შესაბამისია.
შეგახსენებთ, გუშინ აბაშიძეზე ორი ადამიანი დაჭრეს, ერთი მამაკაცი დაჭრეს ასევე ყაზბეგის გამზირზე. ორივე შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული. ავჭალაში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირი, რომელიც თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, უკვე დაკავებულია.