გურამ დოჩანაშვილი - მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

Image

რედაქციისგან (9 დეკემბერი, 2014): - იმის გამო, რომ 2014 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ამ ჩანახატს და თანდართულ ფოტოსურათს რატომღაც ახლა მოჰყვა გამოხმაურებები და გაზიარება სოციალურ ქსელში, "აფხაზეთის ხმის" რედაქცია აუცილებლად მიიჩნევს, განმარტოს შემდეგი:

ქვემოთ მოყვანილი ჩანახატი გახლავთ ლიტერატურულ ვებგვერდ "არტსაიდზე" გამოქვეყნებული ავტორის, სტუდენტის, ბექა ბერულავას პირადი დამოკიდებულების აღწერა, რომელიც, მეტწილად, განპირობებული იყო იმ ფოტოთი, რომელიც ერთვის სტატიას და საკმაოდ ძველია - ის ბატონი გურამის სახლში გასული საუკუნის 90-იან წლებშია გადაღებული და და არაერთხელ გავრცელებულა ინტერნეტით, დაბეჭდილა გაზეთებში, უჩვენებიათ სხვადასხვა სატელევიზიო არხების გადაცემებში. იმდენად, რამდენადაც ფოტო საკმაოდ ცნობილია საზოგადოებაში, "არტსაიდიდან" ამ სტატიის გადმოტანის დროს რედაქციამ არ ჩათვალა საჭიროდ დაკონკრეტება, როდისაა ის გადაღებული. მოხდა ისე, რომ ხუთი თვის წინ გამოქვეყნებულ ამ სტატიაზე და ფოტოზე სწორედ ახლა, ამ პერიოდში ატყდა აჟიოტაჟი, რის გამოც ამ სტატიის განახლება და ჩანახატისთვის შესავალი ნაწილის მომზადება გადავწყვიტეთ. რედაქცია განმარტავს, რომ ფოტოს გამოქვეყნება მხოლოდ ჩანახატში აღწერილმა პათოსმა განაპირობა და საფუძველს მოკლებულია ზოგი კომენტატორის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ავტორმა ან რედაქციამ შეგნებულად შეიყვანა მკითხველი შეცდომაში, როცა სტატიას ძველი ფოტო დაურთო.

-

ჩანახატი:

 

ლიფტი, რომელმაც დანიშნულების ადგილამდე უნდა აგიყვანოს, ჩვეულებრივია: სხვა ქართული ლიფტების მსგავსად, მასშიც ხუთთეთრიანებს ან ხუთთეთრიანისხელა რუსულ კაპეიკებს ჰყრიან.

 

სივრცეც დახუთულია, თუ ხუთმა ადამიანმა ერთდროულად მოინდომა შესვლა, აქედან ორი მაინც უნებლიეთ ერთმანეთს ჩაეხუტება. შენობა, რომელშიც ეს ლიფტი მდებარეობს, ასევე ჩვეულებრივია - დაჯღანულფასადიანი, ეზოდანაგვიანებული მრავალსართულიანი ბინა, რომლის სადარბაზოებიც სიგარეტის ნამწვებითაა სავსე და ალაგ-ალაგ შარდის მძაფრი სუნიც იგრძნობა.

 

ერთი სიტყვით, არაფერი განსაკუთრებული, გამორჩეული, არაორდინარული, უჩვეულო. მაგრამ დანიშნულების ადგილი, ან, უფრო სწორად ის, ვინც დანიშნულების ადგილას დაგხვდება, განსაკუთრებულიცაა, გამორჩეულიც, არაორდინარულიც და უჩვეულოც. ამიტომ გიკვირს, როგორ შეიძლება, „ის“ აქ ცხოვრობდეს? არადა, ცხოვრობს.

 

ლიფტი დაიძრა და მალე იმ სართულზე ამოჰყოფ თავს, რომელზეც მისი კარებია. კარები ძველია, საღებავგადასული, სახელურდაჟანგებული. ზარი მოშლილია, ამიტომ ფრთხილად აკაკუნებ და გულისცემა აჩქარებული შედეგს ელოდები. სულ რამდენიმე წამში კარები გაიღება და დაინახავ იმ ადამიანს, რომლის შემოქმედებითაც არაერთხელ აღფრთოვანებულხარ, რომლის იუმორზეც არაერთხელ გაგიცინია და რომლის ფანტაზიაც შენთვის ყველა რეალობაზე უფრო რეალურად ქცეულა.

 

კარებს მოხუცი კაცი აღებს, რომელიც წელში მოხრილა, თავზე ქუდი ჩამოუფხატავს და მხრებზე გახუნებული გადასაფარაბელი მოუგდია. კაცი გიღიმის და რაღაცას გეუბნება, მაგრამ არაფერი გესმის იმიტომ, რომ გაკვირვებისა და მღელვარების პირველი ტალღები დგაფუნით გიხშობს სმენას, იმასღა ახერხებ, რომ მექანიკურად გაუღიმო და მიესალმო.

 

კაცი შინ გიპატიჟებს, კოჭლობით მიგიძღვის წინ და თან ჟურნალისტებზე გელაპარაკება, რომლებმაც თურმე სიცოცხლე გაუმწარეს, რომელთა დანახვაც კი აღარ უნდა, მაგრამ შენი სმენა კვლავ დახშულია. სამაგიეროდ, ფართოდ გახელილი თვალებით ხარბად ათვალიერებ გარემოს, რომელშიც ამდენი პერსონაჟი დაიბადა, პერსონაჟები, რომლებსაც რეალურ ადამიანებზე მეტად დაუახლოვდი. ოთახი იმდენად ღარიბულია, რომ გული გეკუმშება, მაგრამ სიბრალულისგან კი არა, ბრაზისგან.

 

კაცი დაჯდა, შემცივნებულ თავზე ქუდი შეისწორა, რამდენიმე ადგილას გახეული გადასაფარებელი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და წინანდებურად გაგიღიმა. შენც იქვე, ხის სკამზე ჩამოჯექი, გულისცემა თანდათან შეგინელდა, მოვლენებსაც შედარებით ლოგიკურად აღიქვამ, თუმცა მაინც გიჭირს იმის დაჯერება, რომ ის ჩვეულებრივი მოკვდავი, წინ რომ გიზის, გულით გიღიმის და რაღაცას გელაპარაკება, გურამ დოჩანაშვილია - ადამიანი, რომელმაც „სამოსელი პირველი“ დაწერა.

 

მაგრამ რას ელოდი? ფეშენებელურ ვილას, რომლის კარებზეც ოქროში ამოვლებული სპილო იქნებოდა ჩამოკიდებული, ხოლო ოთახებში რენესანსული სტილის ჭაღები? ან იქნებ, მდიდრულ სავარძლებს, ხავერდოვანი გადასაფარებლებით და თეთრი მარმარილოს ოთხკუთხა მაგიდას, რომელიც მადონას სერვისით იქნებოდა გაწყობილი?

 

რაში სჭირდება გურამ დოჩანაშვილს ეს ყველაფერი, ის ხომ ისედაც არანორმალურად მდიდარია, რადგან ჰყავს ძმები კეჟერაძეები, დიდი კანუდოსელები, ალექსანდრო, თავის უფროს ძმასთან ერთად და დომენიკო? ხოლო ფუფუნება მისთვის ისევე ზედმეტია, როგორც სიტყვა „მაშასადამე“.

 

დოჩანაშვილი მსოფლიოს ის უმდიდრესი ადამიანია, რომელიც ფეხმორყეულ სავარძელში შემცივნებული ზის და ზამთარში დახეული გადასაფარებლით ცდილობს სითბოს შენარჩუნებას.

 

აი, თურმე ის შეუსაბამობა, რომელმაც გაგაბრაზა - როგორ წარმოიდგენდი, თუ მსგავსი სიმდიდრის მფლობლს ასეთ გაჭირვებაში იხილავდი...

 

ბექა ბერულავა

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !