„ერთი თხოვნა მაქვს, მანდ მთავრობაში რას ეწევით ამისთანას, ჩვენც მოგვაწევინეთ...“

Image

 პრემიერ-მინისტრის მიერ ხელისუფლების მუშაობია 2-წლიანი ანგარიშის წარდგენას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

„ღარიბაშვილმა გამოსვლა რომ დაიწყო, გადავწყვიტე მისი ნათქვამი 3 „საუკეთესო“ ტყუილის ჩამონათვალი გამეკეთებინა.

 

5 წუთი არ იყო გასული, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და ათ „საუკეთესო“ ტყუილზე ჩამოვყალიბდი. 10 წუთში მეგობრებს და კოლეგებს მოვუძახე დასახმარებლად - მოდით, დამეხმარეთ, ღარიბაშვილის 100 „საუკეთესო“ ტყუილის ჩამონათვალი გამაკეთებინეთ-თქო.

 

30 წუთი გავიდა, 100-მა „საუკეთესო“ ტყუილმაც დაკარგა აზრი, დავიღალეთ, რესურსი არ გვყოფნის. ამის აღწერა შეუძლებელია.

შენ გაიმარჯვე, ჰაკიმ!“ - წერს გოგა ხაჩიძე.

 

„ეს კაცი არავის გიყვართ? ცოდოა, რეებს ამბობს, რეებს :(((((( დაუყვავეთ, უთხარით, რომ მედიას ნუ ეკონტაქტება წინასწარ დაწერილი ტექსტების გარეშე. დავიწვი ამის საცოდაობით.

 

ციტატა ღარიბაშვილის გამოსვლიდან:

 

„ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს. პირველად, ოცი წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი.

 

სწორედ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ეს მოიტანა თავისუფლებამ, მეგობრებო. იმიტომ, რომ რეგიონებში, სოფლებში, ქალაქში, როცა მოხუცებულებს, ბებიებს, ბაბუებს, პაპებს...

 

შვილიშვილი მიდის სახლში და აღარ იჭერენ მას უსამართლოდ, უკანონოდ, მას ნაკლებად მოუწევს ნერვიულობა, ნაკლები სტრესი აქვს მას და, ბუნებრივია, ეს არის ყველაფერი ის, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზეც"- ციტირებს პრემიერის სიტყვებს ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი,  ირაკლი ვაჭარაძე.

 

„პრემიერის გამოსვლიდან რამდენიმე ამონარიდს გავეცანი და ერთი თხოვნა მაქვს, მანდ მთავრობაში რას ეწევით ამისთანას, ჩვენც მოგვაწევინეთ, ერთად მაინც გვეგონოს, რომ ყველაფერი კარგადაა და წინ წავედით, თორემ ესე ძალიან ნერვების მომშლელია.

 

აბა ერთი თქვენ დაგსვან და ფხიზელი თვალით გაყურებინონ ამ ყველაფერს. ეს მაინც ქენით ბიჯო :))) - წერს „ფეისბუქზე“ ტორესა მოსის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი.

 

თამარა ჩერგოლეიშვილი: „წინა ხელისუფლების“ ჩრდილი დაახრჩობს. მხოლოდ ეს დასკვნა შემიძლია გამოვიტანო 40-წუთიანი სიტყვიდან“. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !