
მკვლელობის დროს მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ადგილობრივთა ინფორმაციით, ცოლის მოკვლის შემდეგ მამაკაცი ქუჩაში გამოვიდა და მეზობელს უთხრა, რომ მეუღლე მოკლა და პოლიციაში დაერეკათ.
ოჯახის ახლობელი მ. რ. :
- ეს კაცი ხშირად სვამდა, ცოლ-შვილთან უსიამოვნება ჰქონდა და ამის გამო, ცოლიც და შვილიც თბილისში ცხოვრობდნენ. როდესაც გამოვიდა და თქვა, - ცოლი მოვკალიო, არც კი დავიჯერეთ, გვეგონა, - „ბელაია გარიაჩკა“ დაეწყო... როდესაც სახლში შევედით, მუხლები მომეკვეთა, ისეთი სურათი დამხვდა...
სავარაუდოდ, როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე კამათი მოუვიდათ, რადგან მაგიდაზე პარკებიდან ამოულაგებელი საკვები ელაგა. ამოღება ვერ მოუსწრია იმ უბედურს. ჩხუბი რომ დაიწყეს, ეტყობა, იური აფექტის მდგომარეობაში ჩავარდა და დანას წამოავლო ხელი... ტახტი სულ სისხლიანი იყო. ზედ ესვენა საცოდავი ქალის ცხედარი... მეზობლებმა გავიტანეთ ეს ტახტი და დავწვით.
რომ გითხრათ, ძალიან უჭირდათ და ამიტომ წავიდა ცოლ-შვილი თბილისში-მეთქი, ასე არ იყო, ჩვეულებრივი, უბრალო, პატიოსანი ოჯახი იყო. ქალი ძალიან წესიერი და მშრომელი ადამიანი იყო. იშვითადად ჩამოდიოდა, მაგრამ ძალიან საყვედურობდა კაცს დალევის გამო, ამიტომაც წლებია ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ... არასოდეს დამავიწყდება შვილის შეშლილი თვალები...
„კვირის პალიტრა“