
ავტოკატასტროფა ბათუმი-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქედაში მოხდა.
მსუბუქი ავტომობილ ხევში გადაიჩეხა. ამის შესახებ „პირველი რადიოს“ ეთერში აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის მაშველები ავტომობილის ამოყვანას ცდილობენ.
ავტოკატასტროფის მომენტში მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.