
3 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ზე მუსიკალური შოუ „ბრავო“ იწყება და ეთერში პარასკევობით გავა.
შოუს პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას თქმით, „ბრავოს“ კონკურსანტები „ნიჭიერის“, „საქართველოს ვარსკვლავის“, „ჯეოსტარის“, „იქსფაქტორის“ ყოფილი მონაწილეები არიან.
რაც შეეხება „სელებრითებს“, ისინი პოლიტიკოსები, მსახიობები და ტელესახეები იქნებიან.
პირველ გადაცემაში 16 მომღერალი და 16 სელებრითი გამჭირვალე კენჭისყრის შედეგად დაწყვილდება.
გადაცემაში ორი დაპირისპირებული გუნდი იქნება. შემოსული ზარების საფუძველზე ფინალში რვა კონკურსანტი მოხვდება.
გამარჯვებულია ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს. ეთერში სულ ათი გადაცემა გავა და შოუ დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. გამარჯვებულს სოლიდური პრიზებით დააჯილდოებენ.
„შოუში მონაწილეობენ ის კონკურსანტები, ვინც მაყურებელში ინტერესს იწვევს. მათ შორის დები ხანჩალიანები დუეტად იმღერებენ, კონკურსანტია სალომე ტეტიაშვილიც...
შოუ მარჯანიშვილის თეატრში ჩატარდება. სცენა ბევრის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. დაემატება ღია ცის ქვეშ, ანუ არა სტუდიური ნომრები. მაყურებელი ისეთ რამეს ნახავს, რასაც სხვა გადაცემაში ვერ ნახავენ.“ - ამბობს გიორგი ხაბურზანია.
„პრაიმტაიმი“