-
2014-06-08 23:35
რუსეთში, ალტაის მხარის ერთერთ დასახლებულ პუნქტში, წყალდიდობის შედეგად ბალისტიკური რაკეტის ე.წ. საფეხური გამოირიყა: უზარმაზარი რკინის კონსტრუქცია მცხოვრებლებმა შეამჩნიეს და ფოტოებიც გადაუღეს.
რუსულ ფორუმებზე წერენ, რომ როგორც ჩანს, მალოს დასახლებიდან არც ისე შორს მდებარე სამხედრო ნაწილიდან წყალმა სწორედ ასეთი ნაწილები გაიტაცა. მსგავსი ნაწილი მალოს დასახლებიდან ოდნავ მოშორებით, სხვა დასახლებულ პუნქტშიც შეამჩნიეს. ფორუმებზე წერენ, რომ ეს ფაქტი "როსკოსმოდრომის" მხილებისთვის გამოდგება, რომლებიც აცხადებენ, რომ ყოველი სამხედრო ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ აგროვებენ ნაწილებს და მათ უტილიზაციას ან დეაქტივაციას ახდენენ.
