
როგორც ირკვევა, თბილისში მოგზაური ვერდონ როლანდი იმყოფება, რომელიც აქლემით გადაადგილდება. იგი იპოდრომის მახლობლად, პატარა ტყეში დაბანაკდა, სადაც დედაქალაქის მცხოვრებლები დილაობით ვარჯიშობენ ხოლმე.
სავარაუდოდ, როლანდის აქლემს „მის ტერიტორიაზე“ მორბენალი ადამიანები თვალში არ მოუვიდა და ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა.
„პირველ რადიოს“ შსს-ში მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმისას მოქალქე არ დაშავებულა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ აქლემის მეპატრონეს ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერა.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=27284