
დღეს თბილისში ავტომობილებში გაზის ბალონების დამონტაჟების ბუმია. ყველა ავტომფლობელი ცდილობს ძვირფასი ავტომობილი შეიძინოს, თუმცა საწვავის სიძვირის გამო ავტომანქანები ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ.
როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო მეტალობალონი, ავტომობილში ჩასამონტაჟებლად?
„პირველ რიგში ადამიანი უნდა დაინტერესდეს თუ რამდენად სანდოა ის ფირმა, რომელიც ავტომობილის გაზზე გადაყვანას უზრუნველყოფს, ეს იქნება თხევად თუ ბუნებრივ აირზე მომუშავე. ამას დავუმატოთ ის რისკები, რაც ახლავს თან აირ ბალონიანი სისტემის მოხმარებას.
ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა მოვითხოვოთ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომ ეს ორგანიზაცია აკრედიტებულია და კომპეტენტურია, რომ უსაფრთხოდ დაამონტაჟოს აირ ბალონიანი სისტემა ავტომობილზე,“ - აღნიშნა სატრანსპორტო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ პასუხობს.
http://www.adami.ge/avto123/1046-ginda-manqana-gazze-gyavdes-rcheva-avtomobilshi-metalobalonis-usafrthkhod-chasamontazheblad.html?lang=ka-GE