- 
	2014-06-07 17:36	
გარდა ამისა, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიღებული ერთი ჭიქა ბრინჯის კისელი  სისხლძარღვებს და კუჭ-ნაწლავსაც წმენდს.
 
 
 
კისელის მიღების წესი:
 
უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ერთი ჭიქა ბრინჯის კისელი, რომელშიც გარეული იქნება ერთი სუფრის კოვზი დაფქვილი
წიწიბურა და მწიკვი დარიჩინი. ორგანიზმის გაწმენდის კურსი – ერთი კვირაა.
 
ბრინჯის კისელის მომზადების წესი:
 
1. აიღეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, გაარჩიეთ და გარეცხეთ. დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაფაროს ბრინჯი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და კვლავ დაასხით 2-2.5 ლიტრი ცივი წყალი და ხარშეთ ზომიერ ცეცხლზე 1.5-2 საათი, მანამ  ბრინჯი არ ჩაიშლება.
 
ხარშვის დროს ურიეთ და არ დაახუროთ სახურავი, ამის მერე გადმოდგით ცეცხლიდან და დააბლენდერეთ. დაუმატეთ 50 გრ შაქარი, მწიკვი მარილი; დაუმატეთ წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე და კვლავ დადგით ცეცხლზე, ახლა უკვე 5-10 წუთით.
 
მეორე რეცეპტი:
 
2. ნახევარი ჭიქა გარეცხილი და გარჩეული ბრინჯი დაალბეთ 2 საათი წყალში, შემდეგ გადაწურეთ, შედგით ღუმელში იქამდე, სანამ სრულიად არ გამოშრება. შემდეგ დაფქვით წმინდად, ჩაყარეთ ბრინჯის ფქვილი ქვაბში, დაასხით რძე, დაუმატეთ 50 გრ შაქარი, მწიკვი მარილი და ხარშეთ 10-15 წუთი.
 
ორივე რეცეპტით მომზადებულ კისელს (ხარშვისას) შეგიძლიათ დაუმატოთ ნახევარი ჭიქა დაფქული წიწიბურა და მწიკვი დარიჩინი. ეს ორი ინგრედიენტი ეფექტს გააძლიერებს.
 
 
 
 
 
http://www.marao.ge/silamaze/rchevebi/7144-brinjis-kiseli-organizmis-gamtsmendi-da-gasakhdomi-sashualeba.html