
დღეს მომღერალი 33 წლის გახდა. ნინო ჩხეიძე ამ ღირშესანიშნავ თარიღს საქმიან გარემოში ხვდება, დაბადების დღეს კი თავის ახალ სტუდიაში, მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნავს.
მომღერალს მეუღლემ წინასწარ მიულოცა დაბადების დღე და „CHANEL“-ის ფირმის სათვალე აჩუქა.
„ადრე დიდი ფეიერვერკი გამიკეთა, სადაც ცაში ეწერა „ნინო მიყვარხარ“. ახლა ვარჩიე, შინაურულ ვიწრო წრეში აღვნიშნო. ვიქნები ჩემს სტუდიაში და მოვლენ ჩემი მეგობრები, ანუ ვისაც გავახსენდები და ენდომება, რომ ჩემთან ერთად იყოს. წელს უფრო საქმიანი დაბადების დღე მაქვს. გავხსენი ინტერნეტრადიო, სადაც ძირითადად სულ ჩემი სიმღერები გავა, მექნება ჩართვები ჩემს მსმენელებთან და მეყოლება სტუმრები.
გარდა ამისა, იმ კვირაში ჩემს ახალ ხმისჩამწერ სტუდიას „NINO სტუდია“ ვხსნი. აქამდეც მქონდა ჩემი სტუდია, მაგრამ ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ახლა ბავშვებსაც და დიდედბსაც შეეძლებათ ჩაწერონ სიმღერები“^ - აღნიშნა იუბილარმა.
რადიო „აფხაზეთის ხმა“ ულოცავს ნინო ჩხეიძეს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს.
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=29930&c=2