
როგორც „ალია“ წერს, ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება ძმებმა ყარამანაშვილებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ისინი მოლაპარაკებას რამდენიმე ქართველ და უცხოელ ბზნესმენთან აწარმოებენ და ერთ-ერთი მათგანი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ყოფილა, რომელიც თურმე იმდენად დაინტერესებულა ტელეკომპანიის შეძენით, მზად ყოფილა, რა თანხასაც დაასახელებენ ყარამანაშვილები, ის თანხა გადაიხადოს.
გამოცემის ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს „სტოილენსკაია ნივას“ და „მეტალოინვესტს“ ხელმძღვანელობდა და „თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია (42%). ამავე ფონდის დამფუძნებლები არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობარი გიორგი ბაჩიაშვილი (42%) და ლევან ვასაძე (16%).
„უჩა მამაცაშვილი თუ მართლა ყიდულობს „რუსთავი 2“-ს, მაშასადამე, ბიძინა ივანიშვილი დაშვებულ შეცდომას ასწორებს და ქართულ ტელესივრცეში „ნაციონალთა“ მონოპოლიის დასრულებას აპირებს. ყველაზე ეფექტურ პიარსაშუალებას თუ წაართმევს და ეს სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის კატასტროფა იქნება", - წერს „ალია“.
„ალიასთან“ საუბარში საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა უარყო ინფორმაცია ტელეკომპანიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე და განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგია.
„ალია“