
აღნიშნულის თაობაზე მომღერალმა თეონა კონტრიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „პოსტი“ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მარიხუანას მომხმარებლისგან გამსაღებლის გარჩევა სამართალდამცავებს გაუჭირდებათ.
„ერთი რამ მაინტერესებს, მარიხუანას მომხმარებელი და გამსაღებელი, როგორ უნდა განასხვაოს სამართალდამცავმა ორგანოებმა? აი, მე ვარ პოლიცია, დაგიჭირე ფაქტზე, თან გაქვს 2 გრამი, მეუბნები მომხმარებელი ვარო, არადა ამ დროს „ბარიგა“ ხარ...
მე რა ვქნა?! მე არ ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე, მითუმეტეს ისეთ ანარქიულ და ზარმაც ქვეყანაში, როგორც ჩვენია, მაგრამ 11 წელი?! „პიზდ...ია“ „შტრაფის“ მომხრე ვარ, თან დიდის“, - წერს თეონა კონტრიძე.