
ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში, გადაცემაში "Говорим и показываем" მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ გოგონები, რომლებიც, წამყვანის თქმით, "სილამაზის ძიებაში ცოცხალ მუმიებად გადაიქცნენ". 19, 23, 24 წლის გოგონებიდან მაქსიმალური წონის 40 კგ-ის გოგოა.
19 წლის ანასტასია კონოვალოვამ - 19 წლის გოგონამ გახდომაზე ზრუნვა სამი წლის წინ დაიწყო. სტუდიაში ყოფნისას მან განაცხადა, რომ 34 კგ-ს იწონის, თუმცა მას შემდეგ, რაც წამყვანმა სასწორი მოატანინა და მის იმედებს წყალი გადაესხა (გოგონა 28 კგ-ს იწონიდა), ანასტასია ატირდა.
ანასტასია გრძნობს, რომ მისი ცხოვრება კოშმარად იქცა: მეგობრები განუდგნენ, ქუჩაში ხალხი გაოცებულ მზერას აყოლებს, ზოგი გზას უთმობს, ხოლო ინსტიტუტში განუცხადეს, რომ შეეძლო, არ ევლო ლექციებზე და სახლის პირობებში სწავლებაზე გადასულიყო. ნახეთ ეს 19 წლის გოგონა და გადაცემის სხვა სტუმრები.