
თბილისში საკმაოდ მომრავლდა დაწესებულებები, რომლებიც კლიენტებს ტაილანდურ მასაჟს სთავაზობენ, მაგრამ შეთავაზების პაკეტი ისეთ მომსახურებასაც გულისხმობს, რომელიც „მასაჟის მენიუს“ ჩამონათვალში არ წერია...
Ambebi.ge-ს მოსწერა მამაკაცმა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული მასაჟის დაწესებულებას ესტუმრა. მისი თქმით, მომსახურება, რომელიც მასაჟის კეთებით დაიწყო,სექსით გაგრძელდა...
მამაკაცი ამბობს, რომ ტაილანდური მასაჟის დაწესებულებაში მას უზბეკი გოგონა მოემსახურა, რომელმაც მასაჟის კეთების პროცესში სექსი შესთავაზა. შეთავაზება მასაჟისა და სექსის ერთგვარ ექსტრემალურ სინთეზს გულისხმობდა, თუმცა სასიამოვნო გართობა დიდი უსიამოვნებით დასრულდა. საქმე ის არის, რომ უზბეკი გოგონას ერთ-ერთი „ილეთის შესრულებისას“ მამაკაცმა ფეხი იღრძო, რასაც ჩხუბი და აყალ-მაყალი მოჰყვა.
ambebi.ge