
მოძრაობა „2 ივნისი“, რომელიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითხოვს, აცხადებს, რომ ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რაზეც 4 ივნისს, პრესკონფერენციაზე ცალსახად განაცხადა უარი საქართველოს პრემიერმინისტრმა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს შორისაა.
მოძრაობა „2 ივნისი“ ამ დაპირების ქსეროასლს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანამ ის ხელისუფლებაშია, მარიხუანას დეკრმინალიზაცია არ მოხდება.