
ქუთაისში, ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ეთერში წინასაარჩევნო დებატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მსგავსად, დანიშნულ დროზე ტვ-ს ოფისში ვერ მივიდა გზაზე არსებული პრობლემის გამო, სტუდიაში არ შეუშვეს.
4 ივნისს მომხდარი ამ ფაქტის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ქუთაისიდან შეატყობინეს.
ამავე დროს, ტვ-ს რეჟისორთან შეთანხმებით, კადრის მსხვილ პლანზე გადაყვანის შემდეგ სტუდიაში, დებატებზე შეუშვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს განუცხადეს, რომ ვერ შეიიყვანდნენ, რადგან „სტუდიაში ადგილი არ იყო“.
დებატებზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილიდან მონაწილე კანდიდატები იყვნენ მიწვეულნი.