
მსახიობს, რომელიც გიორგი ოვაშვილმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებზე გადაღებულ ფილმ "ხიბულასთვის" შეარჩია, ფილმში სახელს არსად ეძახიან. "ბატონო პრეზიდენტო!" - ასე მიმართავენ ირანული კინოს ცნობილ სახეს, რომელიც ფილმში ზვიად გამსახურდიას როლს ასრულებს.
"პოსტსკრიპტუმში" ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა მოამზადა სიუჟეტი "ხიბულას" შესახებ: მან გადამღებ ჯგუფთან ერთად გაიარა ის გზა, რომელთაც პრეზიდენტი გამსახურდია მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად მთელი 50 დღის განმავლობაში თელავდა და მოინახულა ის სახლი, სადაც საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული პოლიტიკოსის სიცოცხლე შეწყდა.