
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თბილისის საკრებულოში რიმა ბერაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგან მასში აუცილებელი კალორიულობა შედის და დაცულია.
ამის შესახებ რიმა ბერაძემ „კურიერთან“ საუბარში, უფასო სასადილოების ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა და დაამატა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ პრეტენზიები და შეკითხვები არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რიმა ბერაძემ 2014 წლის ივნისში, გააკეთა რა კომენტარი მერიის მაღალჩინოსნებზე დანამატის გაცემასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საჯარო მოხელეს 24-საათიანი მუშაობა უწევს და მას შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს:
"რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გუნდს აღებული გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ორიენტირებულები ვართ შედეგზე. აქედან გამომდინარე გვიწევს 24–საათიანი მუშაობა და მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება“, - აცხადებდა მაშინ რიმა ბერაძე.