
რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები Daesh-ის მეომრების ნაცვლად ზომიერი ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების წინააღმდეგაა მიმართული.
ალეპო
რუსეთის მიერ, „ტერორთან ომის“ საბაბით განხორციელებული ავიადარტყმები ჯერ ისევ არა Daesh-ის მებრძოლების, არამედ, ზომიერი ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების წინააღმდეგაა მიმართული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 4 ნოემბრის ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან დღემდე სირიაში, საჰაერო ოპერაციის ფარგლებში 1631 საბრძოლო გაფრენა და 2 084 ობიექტზე დარტყმა განხორციელდა. 20 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, თითქოს ბოლო 24 საათის განმავლობაში Daesh-ის 190 პოზიცია განადგურდა.
მიუხედავად ამისა, განცხადების საპირისპიროდ, რუსეთის ავიადარტყმები იდლიბს, ხამს, ხომსსა და ალეპოს ჩრდილოეთით იყო მიმართული. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და ნოემბერში დარტყმები იდლიბის სამხრეთში, ალეპოს სამხრეთსა და ჩრდილოეთში და ლაზკიიეს სოფლებზე ხორციელდებოდა - ბაიირბუჯაკის თურქომანული რეგიონი, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს.
ბოლო 2 კვირის მანძილზე ქალაქ იდლიბის სამხრეთ ნაწილში - ალ-ნუმანის მაარეთი - რუსული გამანადგურებლების ხშირი შეტევების შედეგად ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ თვის განმავლობაში რუსეთის თავდასხმის სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული რაიონები იქცა ალეპოს ჩრდილოეთით - კაფრ ჰამრის რაიონი და სამხრეთით - ალ-ჰადირი.
სამი კვირის განმავლობაში რუსეთისა და ასადის თავდასხმები ბაიირბუჯაკზეა ორიენტირებული. რეჟიმსა და თურქმანულ ძალებს შორის შეტაკებებს რუსეთი „აკონტროლებს“, ხელს უწყობს რა რეჟიმს რაკეტებით ხმელთაშუა ზღვაში მყოფი სამხედრო გემებიდან.
რეგიონის სამხრეთით, სოფელ გიმამიდან დაწყებული, უკვე 12 დღეა, რაც შეტევა აჯისუს, ფირინლიკის რეგიონებში, კერძოდ, კიზილდაგში რუსული გამანადგურებლების ავიადარტყმებით გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ავიაციის მიერ ასადის რეჟიმის სახმელეთო შეტევის ინტენსიურმა მხარდაჭერამ ოპოზიციას თავდაცვის რეჟიმში გადასვლა აიძულა, ის, გარკვეულწილად, ცდილობს რეჟიმის ძალების წინააღმდეგ საკუთარი მიღწევების შენარჩუნებას.
ოქტომბერში, რუსეთის მხარდაჭერით, რეჟიმმა წინ წაიწია ჰამის ჩრდილოეთით 3 სოფელსა და ერთ ქალაქში, ხოლო ალეპპოს სამხრეთით 3 ქალაქში.
იმავე თვეში ოპოზიციამ რეჟიმი განდევნა ქალაქებიდან ალ-ჰუვეიზი, ყარაზი, თილელიინი და მემრანი, ალეპოს სამხრეთით და სამხრეთისკენ მოძრაობა განაგრძო.
ნოემბრის დასაწყისში ოპოზიციამ დამასკო-ჰამა-ალეპოს გზაზე მდებარე სტრატეგიულ რაიონ მორიკზე კონტროლი მოიპოვა.
ბაიირბუჯაკის რეგიონის სოფლები გიმამი და ზუვეიკი, რომლებზეც ინტენსიური თავდასხმები ხორციელდებოდა, ხშირად გადადიოდნენ ხან რეჟიმის, ხანაც ოპოზიციის კონტროლქვეშ.
„ფათხ“-ის არმიის ოპოზიციურმა ჯარმა წინა კვირაში ალეპოს სამხრეთით მდებარე 5 ბორცვსა და 5 სოფელზე კონტროლი მოიპოვა. გარდა ამისა, ოპოზიციონერებმა მოკლეს რეჟიმის 4 ჯარისკაცი და გაანადგურეს 5 ტანკი, ხოლო ჰამის ჩრდილოეთით ოპოზიციურმა ძალებმა ორ სოფელსა და ერთ ბორცვზე დაამყარეს კონტროლი.
მარინა თოფურიძე, თურქული პრესის მიხედვით, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისა" და "ინფორმნაპალმ.ორგ"-ისთვის