
სავარაუდოდ, ქმრის ეჭვიანობა გახდა ნოვოსიბირსკში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი: ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის ოქსანა ბობროვსკაიას ქმარმა მანქანაში, სადაც ცოლთან ერთად იმყოფებოდა, ხელყუმბარა ააფეთქა.
Toyota RAV-4-ში მყოფი ცოლ-ქმარი ადგილზევე დაიღუპა. ისინი უკანა სავარძელზე ისხდნენ და მათ გარდა, მანქანაში არავინ იყო - სწორედ ამის გამო და მანქანაში დატოვებული აფეთქების კვალის საფუძველზე გამოძიება ვარაუდობს, რომ ბობროვსკაია ეჭვიანი ქმრის მსხვერპლი გახდა, მით უმეტეს, რომ, მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ბოლო დროს ხშირად ჩხუბობდა.
წყვილს 4 წლის ქალიშვილი დარჩა, მასზე მზრუნველობას სოციალური აგენტები აიღებენ თავიანთ თავზე, რათა მეურვე გამოუნახონ.