
საბჭოთა ბლოკის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ოფიცერმა იონ მიხაი პაჩელამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში დასავლეთში გაიქცა, გამოსცა წიგნი „დეზინფორმაცია“, საიდანაც ირკვევა, რომ რომ ისლამური ტერორიზმის საფუძვლები სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საიდუმლო ოპერაციიდან, 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
იური ანდროპოვი, რომელიც 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სუკ-ს მუსულმანურ ქვეყნებში ასობით აგენტსა და პროპაგანდისტული ლიტერატურის ასლებს აგზავნიდა, რათა ზიანი მიეყენებინა აშშ-ისა და ისრაელისთვის.
1972 წლისთვის სუკ-ის ეს მანქანა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობდა, რათა ისლამური ქვეყნები დაერწუმებინა, რომ აშშ-სა და ისრაელს უნდათ, მსოფლიო სიონიზმის ჭაობში ჩაითრიონ.
ანდროპოვმა სუკ-ი იმ თექვსმეტდღიან ომამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე ჩაიბარა, როცა სსრკ-ს მოკავშირეებმა სირიამ და ეგვიპტემ დამამცირებელი დამარცხება იწვნიეს. მაშინ მომავალმა გენმდივანმა გადაწყვიტა, პარტია გადაეთამაშებინა და დაიწყო პალესტინელი ტერორისტების მომზადება, რათა მათ ისრაელის ავიაკომპანიების კუთვნილი თვითმფრინავები გაეტაცებინათ და ტერაქტები იერუსალიმში მოეწყოთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანდროპოვმა გასცა ბრძანება, არაბულად ეთარგმნათ „სიონის ბრძენთა პროტოკოლი“ - ეს პროპაგანდისტული სიყალბე, რომელიც მე-19 საუკუნის დასასრულს პარიზში მომუშავე რუსეთის საიდუმლო პოლიციის აგენტების მიერ იყო გაყალბებული.
მანამდე, სანამ პაჩელა 1978 წელს აშშ-ში გაიქცეოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებდა, ის რუმინეთის საგარეო დაზვერვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ანდროპოვის პროექტში აქტიურად მონაწილეობდა.
სწორედ პაჩელა წერს, რომ „პროტოკოლი“ გახდა ძირითადი ჰიტლერის ანტისემიტურ პროპაგანდაში, ხოლო სუკ-მა ათასობით გაავრცელა მისი ეგზემპლარი 1970-იან წლებში, მუსულმანურ ქვეყნებში.
მზვერავის მოგონებების მიხედვით, მისმა სამმართველომ 1972 წელს მიიღო სუკ-ისგან „პროტოკოლი“ და ასევე, „დოკუმენტი“, რომელიც ამტკიცებდა, რომ აშშ - სიონისტური სახელმწიფოა. პაჩელას ამოცანა იყო, ამ პროპაგანდისტული მასალების საიდუმლოდ გავრცელება არაბულ ქვეყნებში.
პაჩელა იხსენებს, რომ თავის უნგრელ და ბულგარელ კოლეგებთან შეხვედრის დროს მან გაიგო, რომ ისინიც ავრცელებდნენ ამ მასალებს დასახელებულ ქვეყნებში. ამასთან, რუმინეთის სეკურიტატეს (რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი) გენერალ-ლეიტენანტი ამტკიცებს, რომ რუმინეთის დაზვერვაში მისი მუშაობის პერიოდში სუკ-მა საიდუმლოდ აიღო თავის თავზე ისრაელის ტერიტორიაზე მოწყობილ 11 ტერაქტზე პასუხისმგებლობა, მათ შორის, აეროპორტ „ბენ გურიონზე“ 1972 წლის 30 მაისს მომხდარი თავდასხმა, როცა 22 ადამიანი დაიღუპა, ასევე 1975 წლის 4 ივლისს სიონის მოედანზე მომხდარი აფეთქება, რა დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა.
ციტატა: „2011 წლის სექტემბერში, პუტინის ხელახალი დაბრუნების წინ, „ცივი ომის“ ძველმა მებრძოლმა მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1967 წლამდელ მდგომარეობაში პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მოითხოვა.
ზოგიერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ სიმპათია გამოთქვა აბასის მოთხოვნის გამო, თუმცა, მათგან, ალბათ, ცოტამ თუ იცოდა, რომ პალესტინის გათავისუფლებოს ორგანიზაცია სუკ-მა შექმნა და ის აფინანსებდა. ბევრმა არ იცოდა, რომ მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, სადაც აბასი პოლიტიკურად ფორმირდებოდა, იმ დროს საიდუმლოდ ემორჩილებოდა სუკ-ს და იქ მხოლოდ ამ კომიტეტის მიერ რეკომენდირებული უცხოელები ხვდებოდნენ სასწავლებლად.
ისიც ცოტამ თუ იცის, რომ აბასის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი სუკ-ის ოფიცერი ევგენი პრიმაკოვი იყო, რომელიც, იმავდროულად, სადამ ჰუსეინის მრჩეველიც გახლდათ.
ცოტამ თუ იცოდა მათგან ისიც, რომ აბასის სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით „საიდუმლო კავშირები ნაცისტებსა და სიონისტური მოძრაობის ლიდერებს შორის“, მთლიანად უარყოფდა ჰოლოკოსტს, ამტკიცებდა რა, რომ ნაცისტებმა მხოლოდ რამდენიმე ათასი ებრაელი მოკლეს".