
სამეგრელოში, სოფელ ტალერში გამართული საპროტესტო აქციის დროს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვიდეოკამერამ კურიოზი დააფიქსირა.
საპროტესტო აქციის მონაწილე ქალმა, რომელიც ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, სასულიერო პირის ჩავლისას საუბარი შეწყვიტა, მისკენ შეტრიალდა, თავი მოუდრიკა და უთხრა: "დამლოცე, მამაო!".