
biletebi.ge-ზე სუპერთასის ფინალის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული კურიოზები არ ილევა. უსაშველო რიგისა და საიტიდან გამოგდების პარალელურად, ხარვეზები უშუალოდ, შეძენილ ბილეთებთან მიმარტებაშიც არსებობს.
ამჯერად მომხმარებელს, რომელსაც ბილეთის შეძენა საიტმა დაუდასტურა და თანხაც ჩამოაჭრა, ფეხბურთის მატჩის ბილეთის ნაცვლად, ამოსაბეჭდად თბილისი-ხაშურის მატარებლის ბილეთი მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.