
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე დავით ნარმანია ისე გაკიცხეს, ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ პრაქტიკაში უჩვენეს, როგორ აბრტყელებს "კატოკი" ასფალტს";
"ალბათ, ნახეთ ზურაბ ადეიშვილთან ინტერვიუ ტელეკომპანია "ოდესა-2"-ზე";
"მოკლედ, "რუსთავი-2"-მა ამ მთავრობის საქმე გააკეთა - ჩავიდა ოდესაში, ადეიშვილი დაიჭირა, დაკითხა, უდანაშაულოდ სცნო და გაუშვა...";
"მთის მინისტრად ჯიხვი დავნიშნოთ: მთა მაგაზე უკეთ არავინ იცის, საქმის გამკეთებელი არც ეგ ჩანს და პრემიებს ვერ აიღებს";
"ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მთის მინისტრი მე ვიქნებიო და ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინვე უთხრა: ნუ წუხდებით, ბატონო ბიძინა, თუ რამე აღმოვაჩინეთ, მაშინვე გაგაგებინებთო";
"მოკლედ, ღარიბაშვილის შემდეგ პრემიერად უსუფაშვილის დანიშვნა ვიზუალური შოკი იქნება მოსახლეობისთვის: ასეთი მოჭიმული სახის მერე მოთანთალებულ ლოყებზე გადასვლა...";
"ბათუმის ბულვარში პალმა მოიპარეს! მანამდე ხომ თბილისში ტუალეტი დააყაჩაღეს, ახლა პალმა მოიპარეს ბათუმში... მოკლედ, მგონი, კონკურსია გამოცხადებული ორიგინალურ კრიმინალზე და ჩვენ არ ვიცით..."
"ვანოს შოუ", "რუსთავი-2", 12 ივნისი.
vitube.ge-ს ვიდეო