
ხობის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ ქალიშვილი გაათხოვა და პომპეზური ქორწილი გადაიხადა. ქორწილის კლიპი ერთერთმა სტუდიამ დაამზადა და ვიდეოპორტალებზე გავრცელდა.
პომპეზურ ქორწილში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატები იმყოფებოდნენ. გოდერძი ბუკიას ქალიშვილი - ლაკო ბუკია დიზაინერია.
ქორწილზე ქართული და რუსული ესტრადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ახლადდაქორწინებულთათვის იმღერეს. იქ იყვნენ თამარ გვერდწითელი, დათო ხუჯაძე, ნუგზარ ერგემლიძე და სხვა ცნობილი შემსრულებლები.
გოდერძი ბუკია საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატია. ის წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მოიაზრებოდა, თუმცა, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე სხვა დეპუტატთან ერთად ფრაქცია „მაჟორიტარში“ გაწევრიანდა.