
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის გვერდზე "ფეისბუქზე" ახალი ისტორია და ფოტოები გამოქვეყნდა. თავშესაფარს ახალი ბინადარი ჰყავს, ახალი და სევდიანი იტორიით...
"ერთი თვის იყო ეს კანე კორსო, შეყვარებულმა რომ აჩუქა ნათია ტყემალაძეს...
,,ჯინა'' დაარქვა და შვილივით ზრდიდა... ამიტომაც, ნათიას გარეშე ერთი წუთითაც არ ჩერდებოდა...
სხვა გეგმები ჰქონდათ, ეზოიან სახლში გადასვლას აპირებდნენ, მაგრამ გეგმები შეიცვალა, ამასობაში კი ლეკვი გაიზარდა და თითქმის წლინახევრის ძაღლი გახდა...
თბილისში, ვაჟა–ფშაველას მე–6 კვარტალში, მერვე სართულიდან ძაღლის ყეფა რომ ისმოდა, ის ,,ჯინა'' იყო...
თუ ნათია არ იყო სახლში, ძაღლი გაუჩერებლად ყეფდა...
ძაღლის ყეფით შეწუხებული მეზობლები ჩივილითაც დაემუქრნენ...
მეგობარს თხოვეს დახმარება, წაიყვანა, მაგრამ ვერ შეძლო პატრონობა და ისევ ნათიამ დაიბრუნა...
რამდენიმე წუთის წინ ნათიამ და მისმა ძმამ მალხაზ ტყემალაძემ ,,ჯინა'' თავშესაფარში მოიყვანა...
,,თქვენ ხართ ერთადერთი გზა, იქნებ თქვენ დამეხმაროთ საუკეთესო პატრონის მოძებნაში. ვიცი, რომ ვღალატობ ,,ჯინას'', მაგრამ ყველაფერი ვეცადე და ვერაფერს გავხდი''.
ჩვენ მას ავუხსენით, რომ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებდა, სანანებელი გაუხდებოდა ეს საქციელი...
მიუხედავად ათასი წინააღმდეგობისა ყველაზე ერთგულ და მოსიყვარულე მეგობარზე არ უნდა ეთქვა უარი...
ტიროდა ნათია და ტირილით ემშვიდობებოდა ,,ჯინას''...
VIP 20 –ში დარჩა მეგობრისგან მიტოვებული ძუ კანე კორსო...
რაც ნათია წავიდა, მას შემდეგ გაბმულად ჰყეფს...
მისი ყეფის ხმა, ახლა, არ ესმით ნათიას მეზობლებს...
მე კი მინდა, რომ გავაგონო!.."