
„ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ანა მანაგაძე ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ინციდენტზე წერს.
როგორც „აფხაზეთის ხმა“ წერდა, პრემიერ-მინისტრის მეზობელმა მეგობარს აივნიდან ხმამაღლა გასძახა, რის გამოც ჯერ დაცვასთან, შემდეგ კი პატრულთან უსიამოვნო საუბარი მოუვიდა, რომელიც სოლიდური ჯარიმით დასრულდა.
„ჩვენი პრემიერის ერთი მეზობელი ფეხაკრეფით არ დადის თურმე. უფრო მეტიც. ამდგარა ეს ყოვლად უზრდელი, უხეში, პრემიერის მეზობლობისთვის შეუფერებელი და მეგობართან გამასლაათება მოუნდომებია ხმამაღლა(!!!). დაცვას მსწრაფლ მიუცია შენიშვნა. პრემიერის დაუმორჩილებელ მეზობელს -წატი შენიო -ჩაუსძახნია. იმ დაცვამ კიდე პატრულ-პოლიცია გამოიძახა.
-რას მერჩითო-პრემიერის მეზობელმა, და ამათაც წატითქვენით გაუმასპინძლდა. ხოდა ეგრე არ უნდაო და გააქანეს პოლიციაში.
ახლა რატოა სახალისო: პრემიერის მეზობელი გივი თარგამაძეცაა. პრეზიდეტი სააკაშვილი სტუმრობდა თურმე ერთხელ, ქე რო
კაი დრო იყო და დემოკრატიას რო უჭირდა, მაშვინ. მეზობელი ვინმე გადმომდგარა აივნიდან და ამ ჩვენი პრეზიდეტისთვის უგინებია და უგინებია ცხრასართულიანით. მკვტარი არ დაუტოვებია და ცოცხალი. ნუ ახლა იმ დიქტატურაში პრეზიდენტის მაგინებელ მეზობელს პოლიციაში ხო არ გააქანებდნენ.
მართლა და მართლა გასაოცარი დემოკრატია ხო არ იყო?!.ხოდა ახსოვს ეს პრემიერის მეზობელს, მისთვის ბეწვი რო არ შეურხევიათ მიშას დროს, სამაგიეროდ ახლა ირაკლის დროს მეგობართან ხმამაღალი გადაძახილისთვის მიამსავეს პოლიციაში სხვა მეზობელი. ზის ახლა თურმე თავზე ხელებშემოწყობილი პრემიერის მრავლისმნახველი მეზობელი და გრძნობს და გრძნობს განსხვავებას", - წერს ანა მანაგაძე. (სტილი დაცულია)