-
2015-02-10 15:48
მომღერალი ნინო ჩხეიძე ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ის გამუდმებით, განსაკუთრებულად გამოიყურება. უყვარს ექსპერიმენტები, სხვადასხვა სამოსის, ფერების, თმის სტილის და იმიჯის შეცვლა.
ყველაზე დიდ ყურადღებას კი სასურველი წონის შენარჩუნებას უთმობს. არ იქნება უცხო, თუ გეტყვით, რომ ახლაც მკაცრ დიეტაზეა. ვერ ეგუება ზედმეტ ერთ კილოგრამსაც კი, ამიტომ ყოველთვის გულისწასვლამდე დიეტობს. მისი დიეტები უკვე ცნობილი და პოპულარული, რომელსაც არაერთი მიმართავს კიდეც.
- ნინო, ყოველთვის მშვენიერ ფორმაში ხარ და მიუხედავად ამისა, სულ დიეტობ. რატომ?
- იმიტომ, რომ მომწონს საკუთარი თავი, როცა არ მაწუხებს ზედმეტი კილოგრამები.
- ახლა რა დიეტას იცავ?
- ჩემმა მეგობარმა მომწერა ისეთი დიეტა, რომელიც ძალიან მომეწონა, ანუ 3 დღე ბრინჯი, 3 დღე - ვაშლი და 3 დღე - მოხარშული ქათამი უნდა ვჭამო. მართალია, ეს რომ ჩემმა დიეტოლოგმა გაიგო, გაგიჟდა და არ მეთანხმება, მაგრამ ჯერჯერობით მე მაინც ვაკეთებ. წესით და კანონით, 9 დღეში, 9 კილოს დავიკლებ.
წყარო: გიორგი საკარული, მთავარი.ინფო