
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის სიძე ვადიმ ვალიევი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვალიევმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები უცნობია.
ვადიმ ვალიევი ცხინვალში, გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. მისი ცოლი მარინა თიბილოვა - ლეონიდ თიბილოვის ქალიშვილია და ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობს.