
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში დამონტაჟებული სატვირთო ლიფტი ჩავარდა.
უბედური შემთხვევის შედეგად, ლიფტში მყოფი ორი მუშა გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.
„ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მეორე ნაწილით მიმდინარეობს.