ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში „ბურჯანაძე-დემოკრატების" წარმომადგენლის, ხათუნა ნაკაიძის სახლში, „კალაშნიკოვის" ტიპის იარაღი აღმოაჩინეს.
აღნიშნულ ინფორმაციას „გურიანიუსი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, იარაღი ნაკაიძის დედამ ე.წ. ტახტში, დალაგების დროს იპოვა.
„ბურჯანაძე-დემოკრატების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი კახა ჩავლეიშვილი ეჭვობს, რომ იარაღი ნაკაიძის სახლში სპეციალურად დადეს, თუმცა ამის მიზეზებს არ განმარტავს.