
„არ ყოფილა არცერთი თვე, როცა ზვიად ჯანყარაშვილმა აიღო ხელფასი 10. 000 ლარს ქვემოთ, სულ კი თამაზ თამაზაშვილის დისშვილის შენახვა საქართველოს ბიუჯეტს 130. 603 ლარი დაუჯდა“, - ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა.
„ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქართველოს ბიუჯეტი გარღვეულია და იღებენ ძალიან დიდ ვალს, რათა სოციალური ვალდებულებები შეასრულონ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, ზვიად ჯანყარაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები 2013 წლიდან დასაქმდნენ საჯარო სამსახურებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი სამსახურის მაძიებლებს მიმართავს, რომ დასაქმების მათი მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან „საქართველოს მართავს თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანი“.