
კონკრეტული მასალის მიზანი არ არის ცნობილი უკრაინული ბრენდის "სანდორას" დისკრედიტაცია, მით უმეტეს, რომ იგი დღემდე რჩებოდა ამ სტატიის ავტორის რჩეულ პროდუქციად. მასალაში მოყვანილი ფაქტები განმტკიცებულია ფოტოებით და, სამწუხაროდ, რეალობაა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა "სანდორას" ნატურალური წვენების კოლოფში აღმოჩენილი საეჭვო საგნებისა და ნარჩენების ამსახველი ფოტოები. პირველ შემთხვევაში ეს საგნები ცხოველის ნაწლავს ჰგავს, მეორე შემთხვევაში კი ის, უბრალოდ, ხილის დაობებული ქერქი ან ბრკეა...