
მოსკოვში პოლიციამ სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით დააკავა 17 კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც მოსკოვში „სხოდკაზე“ შეიკრიბნენ.
„კანონიერი ქურდებისა“ და კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებას მოსკოვში კაფე „ბოჩკა“ მასპინძლობდა. ეს კაფე, კარგა ხანია, კრიმინალთა თავშეყრისა და გართობის საყვარელ ადგილადაა ცნობილი.
დაკავებულ კრმინალებს შორის არ არიან ეთნიკური ქართველები, თუმცა, ცნობილია, რომ „სხოდკაზე“, ძირითადად, „დედ ჰასანის“ კლანის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა „დედ ჰასანის“ ნდობით აღჭურვილი პირი იური უსოიანიც.