
თინა კანდელაკი კადიროვს დაბადების დღეს ,,ფეისბუქიდან" ულოცავს და მას მიზანსწრაფულ ნამდვილ მამამკაცს უწოდებს.
,,არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ არსებობს თვისებები, რომელთაც უნდა ფლობდეს ნამდვილი მამაკაცი - ეს არის დასახული მიზნისკენ სვლის შეუპოვარი ენერგია, რომელიც განსაზღვრავს მისი ცხოვრების ნებისმიერ დღეს და საკუთარი ენერგიით ირგვლივ ყველას ავსებს.
ყურანში ნათქვამია: "ადამიანი მიიღებს მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც სურს". რამზან კადიროვი ზუსტად ასეთი მამაკაცის მაგალითია, რომელსაც შეუძლია თავის მიზნისკენ წაგიყვანოს", - ამ ტექსტით ულოცავს თინა კანდელაკი ჩეჩნეთის პირველ პირს დაბადების დღეს.