ლევან ჯავახიშვილმა "იმედი" დატოვა

Image

ცნობილმა ტელეწამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. მან სტატუსი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და კოლეგებს "იმედიდან" დაემშვიდობა.

 

"იმედი"... არხი რომელიც მიყვარს და მგონია, რომ რაღაცნაირად სულითხორცამდე იმედის ვარ და იმედი ჩემია... აქამდე მხოლოდ სამ ტელევიზიაში მიმუშავია, "1 არხზე" 2000-2003წ.წ. "იმედი" 2003-2007წ.წ. 2009-2012 ისევ "1 არხი", 2013 "მე-9 არხი" და 2013-2014 ისევ "იმედი".

 

დღემდე ვამბობ, რომ იმედელი ვარ! მიყვარს ძველი იმედი (2003-2007), ყველაზე მაგარი გუნდი რაც კი, ტელესივრცეში ყოფილა... და დავბრუნდი "იმედში" დიდი იმედებით... სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩემი და არხის გზები გაიყარა.. მინდა ახლანდელი "იმედის" ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა და სიყვარულში გამოვუტყდე... მადლობა ქრონიკის გუნდს სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის!

 

მიყვარხართ ბავშვებო! ძალიან გული მწყდება... მაგრამ თქვენი ვარ და ვიქნები სულით და გულით! გეფერებით თითოეულს! განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს.. თქვენ ჩემო ძვირფასებო, ადამიანებო რომლებმაც იმდენი სითბო მომეცით რომ ამ სითბოს ვატარებ გულში ახლაც...

 

ერთმანეთს ახალ არხზე TVS-ზე შევხვდებით, რომელიც ჯერ ფეხს იდგამს და ვიმედოვნებ, რომ ვიმეგობრებთ! მეამაყება ჩემი "იმედი"... ძველი იმედი და ახლანდელი! მეამაყება და მენატრება მაყურებელი, რომელსაც ბოდიშს ვუხდი... ბოდიში თუ ოდესმე გაწყენინეთ რამით ან იმედი გაგიცრუეთ! მიყვარხართ და მენატრებით! თქვენი ლევან ჯავახიშვილი".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !