-
2014-10-06 11:15
მთავრობის სარეზერვო ფონდი 2015 წლისთვის 20-მილიონით იზრდება და 70-მილიონ ლარს შეადგენს.
ფონდი მიმდინარე წელს 50-მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.
პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტი პროექტის მიხედვით კი, მისი მოცულობა 70-მილიონით დაიგეგმა. უცვლელი რჩება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა, რომელიც მიმდინარე და მომავალ წელსაც 5-მილიონი ლარი იქნება.
საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38